პაპუაშვილი: ველოდებით, რომ ნიკა მელია გირაოს პირობებს შეასრულებს და არ დაარღვევს

ვნახეთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” ბოლო თვეების განმავლობაში თავი დაიმკვიდრა, როგორც რადიკალურმა პარტიამ. ველოდები, რომ, სავარაუდოდ, ეს რადიკალიზმი გაგრძელდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, კარგი იქნება თუ “ნაციონალური მოძრაობა” რადიკალიზმის გზიდან გადაუხვევს.

„ველოდებით, რომ ნიკა მელია გირაოს პირობებს შეასრულებს და არ დაარღვევს. ვნახეთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” ბოლო თვეების განმავლობაში თავი დაიმკვიდრა, როგორც რადიკალურმა პარტიამ. ველოდები, რომ სავარაუდოდ, ეს რადიკალიზმი გაგრძელდება. კარგი იქნება, თუ ამ გზიდან გადაუხვევენ, მაგრამ ვნახოთ. ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, ერთი მხრივ, სარგებლობენ იმ სიკეთეებით, რომელიც ამ შეთანხმებიდან გამომდინარეობს და მეორე მხრივ, არ უნდათ, რომ პასუხისმგებლობა აიღონ, რაც მათ დამოკიდებულებას აჩვენებს, რომ ამომჩევლის წინაშე აღებული ვალდებუკებებისგან გაქცევაა. უნდათ, რომ ამ დოკუმენტიდან მხოლოდ სიკეთეები მიიღონ და პასუხისმგებლობა არ აიღონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციის მხრიდან ვინ იქნება კანდიდატი.

„ქართული ოცნების” კანდიდატი ის იქნება, ვისაც გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი აქვს. ნიკა მელიას შანსები იგივეა, რაც „ნაციონალური მოძრაობის”, რომელიც საპროტესტო აქციებსაც კი ვერ კრებს“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.