გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ივნისს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
წალკის რაიონის სოფლებში არსარვანი, ჩოლიანი, ლივადი, გოდაკლარი, ავრანლო, ბარეთი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 13:00 საათამდე და 17:00-დან 18:30 საათამდე გარდაბნის რაიონის სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა, ნაგები, მზიანეთი და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთ, წყლულეთი, პანტიანი, კვესეთი, დრე, მოხისი, ვანათი და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში შაუმიანი, კაჩაგანი, აღმამედლო, კასუმლო, ქვემო სარალი, ტაკალო, იმირი, არაფლო, ქირაჩ-მუღანლო, დაშთაფა, ულაშლო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე,
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.