საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა. ნიკა მელიას სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, ხვალ 10 მაისს გაიმართება.
“ვადების შესახებ ვერაფერს გეტყვით. სასამართლოზეა დამოკიდებული როდის ჩანიშნავს პროცესს. ჩვენი მხრიდან გონივრულ ვადაში იქნა შუამდგომლობა შეტანილი”, – განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, ევროკავშირმა გირაოს თანხა 8 მაისს გადაიხადა, ხოლო ხელისუფლებას 40 000 ლარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.







