რუსთავის მერი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს

რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, უკვე ყოფილ მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

ის აბიტურიენტებს წარმატებულ მომავალს, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას უსურვებს და წარჩინებულ მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის სტუდენტური ბიუჯეტის შესახებ ახსენებს.

“წარმატებული მომავალი მინდა გისურვოთ, მშვიდობიან , სტაბილურ და ძლიერ საქართველოში.

წინ ეროვნული გამოცდებია. რუსთავის მუნიციპალიტეტის სტუდენტური ბიუჯეტი ელოდება წარჩინებულ სტუდენტებს დასაფინანსებლად! უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებითა თუ სასურველი და საოცნებო პროფესიის დაუფლებით მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი გაცნობიერებული და გააზრებული მომავლის შენებით გააძლიერებთ საკუთარი ქვეყნის განვითარებას!” – ვკითხულობთ ირაკლი ტაბაღუა ოფიციალურ Facebook გვერდზე.

“ბოლო ზარის” ღონისძიებები, ეპიდვითარების გამო დაწესებული რეგულაციების დაცვით, რუსთავის თითქმის ყველა სკოლაში გაიმართა.