როდის დაემატება თბილისში ადგილები “სინოვაკზე” რეგისტრაციისთვის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, “სინოვაკის” მარაგი ქვეყანაში პირველი აცრისთვის 50 000 დოზაა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის “სინოვაკით” აცრილია დაახლოებით 5 000 , ხოლო ჯავშანი გაკეთებული აქვს 15 000 ადამიანს.

“ყველას, ვისაც სურს, შეუძლიათ, “სინოვაკზე” ჩაეწერონ. ვიცი, რომ თბილისში ადგილებთან დაკავშირებით პრობლემები იყო, მაგრამ ადგილები ხვალიდან კიდევ დაემატება, ადამიანებს გაუადვილდებათ ჩაწერა.

ასევე, გარკვეული ჯგუფებისთვის, რასაც ესენციურ ჯგუფებს ვუწოდებთ, იქნება ორგანიზებული აცრები. ასე რომ, ივნისის პერიოდში ძირითადი აქცენტი იქნება “სინოვაკზე”, ხოლო “სინოფარმის” დიდი პარტია შემოვა ივნისის ბოლოს”, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება “ფაიზერს”, გამყრელიძის ინფორმაციით, მას ქვეყანა მესამე კვარტალში მიიღებს.