ფინანსთა მინისტრი Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა.

Sinopharm-ით 18 წელს ზემოთ მოქალაქეების ვაცქინაცია გუშინ, 4 მაისს დაიწყო. “სინოფარმის” ვაქცინით გუშინვე აიცრა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, დღეს კი შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილე და უწყების თანამშრომლები.

Sinopharm-ის ვაქცინაციის პროცესში დღეიდან დამატებით 44 სამედიცინო დაწესებულება ჩაერთო. ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა და 21 დღის ინტერვალით კეთდება.

Sinopharm-ის 100 000 დოზა ქვეყანამ აპრილის თვეში მიიღო.