ქვემო ქართლში 5 მაისს ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 მაისს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხაჩკოვი, ბარეთი, ბაშკოვი, ყაბური, ჩივთქილისა, თეჯისი, კარაკომი, კაბური, საბეჭისი, თამალა ხარაბა, ბეშთაშენი, არ-სარვანი.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.