ჩემი ოცნებაა ქვეყანა გავამთლიანოთ – ლევან ვასაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

ლევან ვასაძე სვანეთიდან სპეციალურ ვიდეომიმართვას  ავრცელებს  და მხარდამჭერებს დაანონსებულ შეკრებაზე ოჯახებით მისვლისკენ მოუწოდებს.

“ყველას  გეძახით, როგორც ზეიმზე, რა გვაქვს საზეიმო, მაგრამ მე იქ ჩემი ცოლ-შვილით მოვალ და ყველას გეძახით ოჯახებით , მითუმეტეს, რომ მეორე დღეს 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეა, ორშაბათია და ვერ შევიკრიბებით და მოდით, 16-ში ვიზეიმოთ. მე ჩემი ნაბიჯი გადავდგი, გადმოდგით თქვენც” -ამბობს ლევან ვასაძე.

ვასაძე მომხრეებს მოუწოდებს, ნუ მიაქცევენ ყურადღებას მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას.

“ჩემი ოცნება არის ერთადერთი, რომ ქვეყანა გავამთლიანოთ, გადავარჩინოთ, უკეთესი ადგილი გავხადოთ მშრომელი და ღირსეული ოჯახებისათვის და მერე, როცა უფალი ინებებს, იქნებ გამიშვას უფალმა ამ გზიდან. რომ ჩემ სოფელში მინდა დავსახლდე გურიაში და თავისუფლად დავდიოდე ჩემი ქვეყნის ქუჩებში. ეს არის ჩემი მიზანი”- აცხადებს ვასაძე.

ლევან ვასაძემ 6 მაისს განაცხადა, რომ აფუძნებს პარტიას “ერთობა, რაობა, იმედი” და პოლიტიკაში მოდის.