ჭიათურაში სამმა ადამიანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” მიყენებულ ზარალს აპროტესტებენ.
როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, კომპანიის მუშაობით მათი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და საფრთხილ ქვეშ ცხოვრობენ.
მათივე ინფორმაციით, შეთავაზებული კომპენსაცია მიზერულია და მიყენებულ ზარალს არ შეესაბამება, ამიტომ ისინი ზარალის კერძო აუდიტის მიერ დათვლას მოითხოვენ და დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავენ.
წინააღმდეგ შემთხვევაში რადიკალურ ზომებს სხვებიც შეუერთდებიან. კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფელში მათ კომპანიების გაცემა დაწყებული აქვთ და ადგილობრივების ნაწილთან შეთანხმება შედგა.
კომპანიის ცნობით, მოლაპარაკებაზე უარს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი აცხადებს და რადიკალურ ზომებს მიმართავენ.









