ხვალ საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვევა

საქართველოს 26 მაისს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.

ანდჟეი დუდა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა. ამასთან, ამ დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტსაც დაესწრება.

27 მაისს კი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის შეხვდება. ასევე, ანდჟეი დუდა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით მიმდინარე კრუკოვსკის სახელობის ქართულ-პოლონური ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრის, ქუთაისის არქეოლოგიურ აღმოჩენებს გაეცნობა.

მოგვიანებით ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ამასთან, 27 მაისს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას შეხვდება.