ხვიჩია: ციხეში არ უნდა ჩავტოვოთ არავინ, ესაა შეთანხმების სულისკვეთება

პირველად მესმის ასეთი ტიპის ამნისტია, სადაც ბრალდებულის ნებაზეა დამოკიდებული სასჯელი დეკრიმინალიზდება თუ არა, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

„ვფიქრობ რომ ამ პროცესის შედეგად, ციხეში არ უნდა ჩავტოვოთ არავინ, ესაა შეთანხმების სულისკვეთება. ჩვენ ამაზე შევთანხმდით შარლ მიშელთან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიდრე პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტების განხილვა დაიწყება, ოპოზიციისთვის სადავოა მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი დოკუმენტი. კერძოდ, პუნქტი, რომელიც ბრალდებულს შესაძლებლობას აძლევს, უარი თქვას ამნისტიაზე.