“ჯერ არ დამდგარა ის დრო, როდესაც ჩვენ შეგვიძლია პირბადე მოვიხსნათ”

NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდვაქცინის ერთი დოზით უკვე აიცრა, რეკომენდაციებს მაქსიმალურად ცდილობს რეკომენდაციების დაცვას.

იმნაძე მოსახლეობას პირბადის ტარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

„მიუხედავად იმისა, რომ მე ერთხელ აცრილი ვარ ვაქცინით, მაქსიმალურად ვცდილობ დავიცვა რეგულაცია სამსახურში, ყველა იმ სივრცეში და ჩემს კაბინეტშიც კი.

დღის განმავლობაში ბევრი ადამიანი შემოდის ჩემთან და პრაქტიკულად სულ პირბადით ვარ სამსახურში. აქედან გამომდინარე, ჯერ არ დამდგარა სამწუხაროდ ის დრო, როდესაც ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად პირბადე მოვიხსნათ, იმედი მაქვს, რომ როდესაც ჩვენს გარშემო ყველა აიცრება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით, ჩვენ შევძლებთ პირბადის გარეშე ყოფნას.

ძალიან მენატრება ის დრო, როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად შემეძლება დაჯდომა, საუბარი როცა ჩვენ ყველა ვაქცინირებულები ვიქნებით და იმის შიში არ გვექნება, რომ ერთმანეთს ვირუსს გადავდებთ“- განაცხადა პაატა იმნაძემ.