პროკურატურამ სასამართლოს უნდა მიმართოს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შუამდგომლობით, რის შემდეგაც მელიას გათავისუფლება მოხდება, – ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა
„ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ევროკავშირმა აღნიშნული თანხა ჩარიცხა. ადვოკატებს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიგვიღია, თავისთავად, დეტალები არ ვიცით. პროცედურულად, პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, ან გაუქმება და ნიკა პატიმრობიდან გათავისუფლდება. როგორც დაიჭირა ხელისუფლებამ ნიკა მელია, ისე უნდა გაუშვას, რა გზას აირჩევს, არ ვიცი, ეს შეუძლიათ დღეს გააკეთონ, უკვე ყველაფერი მათ ხელში არის“, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა.