ადვოკატი: ნიკა მელია დღეს აუცილებლად გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან

ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ენმ-ის ლიდერი  საპატიმროს დღეს დატოვებს.  სასამართლო სხდომა 16:00 საათზე დაინიშნა.

“ნიკა მელიას ბრძოლამ, პრინციპულობამ, ასევე ევროკავშირის, ამერიკის და ჩვენი მეგობრების ძალისხმევამ აიძულა ხელისუფლება, დაესრულებინა ნიკა მელიას უკანონო, პოლიტიკური პატიმრობა. დღეს ხდება, უბრალოდ, ამის გაფორმება. შემიძლია გადაჭრით გითხრათ, რომ შუამდგომლობა, რომელიც შევიდა გენერალური პროკურატურიდან სასამართლოში და რომელიც უნდა განიხილოს მოსამართლემ, აუცილებლად დაკმაყოფილდება და ნიკა მელია დღეს აუცილებლად გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან,” – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.