ავტომობილი, რომელშიც ორი პირი იმყოფებოდა, სუპერმარკეტში შევარდა

ახალციხეში ავტომობილი, რომელშიც ორი პირი იმყოფებოდა, სუპერმარკეტში შევარდა.

მაღაზია “ორ ნაბიჯში” შემთხვევა დაახლოებით 17:50 სთ-ზე მოხდა.

სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავმა მანქანამ მინის ფასადი შეანგრია და შენობაში შევარდა. გავრცელებული ინფორმაციით,  დახლებთან შეჯახების შემდეგ ავტომობილი გაჩერდა.

მანქანაში მყოფ ორივე პირს დაზიანებები აღენიშნება. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მათ პირველად დახმარებას უწევს.

ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები და სამართალდამცველები.