“რუსთავის აზოტის” გაფიცული თანამშრომლების მცირე ნაწილი საწარმოს ადმინისტრაციის შეთავაზებას დათანხმდა. როგორც TV4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, საწარმოს თანამშრომლების მცირე ნაწილი ქარხანაში უკვე შევიდა და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა.
საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან “აზოტის” გაფიცული თანამშრომლები, რომლებიც კომპანიის შეთავაზებაზე იმსჯელებენ და საინიციატივო ჯგუფი საბოლოო გადაწყვეტილებას გააჟღერებს.
შეგახსენებთ, საწარმოს ადმინისტრაციის პასუხის თანახმად, ყველა დასაქმებულს, ვისაც 1000 ლარამდე ხელფასი აქვს ანაზღაურება 250 ლარით გაეზრდებოდა, ხოლო 1000-დან 1500-მდე ხელფასის მქონე პირებს 125 ლარით.