აზოტის გაფიცული თანამშრომლების ნაწილი ქარხნის ადმინისტრაციას ხვდება

ამ დროისთვის აზოტის ქარხნის ადმინისტრაციას გაფიცული თანამშრომლების ნაწილი ხვდება.

ადგილზე რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუაც იმყოფება.

ინფორმაციისთვის, “რუსთავის აზოტის” 2000-მდე თანამშრომელი უკვე მეხუთე დღეა საშუალო ხელფასის 50%-ით გაზრდას ითხოვს. დილიდან საწარმოს ტერიტორიაზე გაფიცული თანამშრომლები შეიკრიბნენ და ისინი ადმინისტრაციისგან კონკრეტულ პასუხს ამ დრომდე ელოდებიან.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად ადგილზე მშრომელთა სოლიდარობის კავშირის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.