“რუსთავის აზოტის” ადმინისტრაციამ გაფიცულ თანამშრომლებს რამდენიმე შეთავაზება წარუდგინა.
დოკუმენტის მიხედვით, “რუსთავის აზოტის” ადმინისტრაციის გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრაზე წარმოდგენილი წინადადებებია:
1. თანამშრომლებს, ვისი თვიური დარიცხული შრომითი ანაზღაურება არის არაუმეტეს 1000 ლარისა, გაეზარდოს აღნიშნული ხელფასი 250 ლარით;
2. თანამშრომლებს, ვისი თვიური დარიცხული შრომითი ანაზღაურება არის 100-1500 ლარი, გაეზარდოს დარიცხული ხელფასი 125 ლარით;
3. ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას, არ დაუკავოს გაფიცულ თანამშრომლებს გაფიცვის დღეებში განაცდური იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნულ შეთავაზებებს თანამშრომლები მიიღებენ და საწარმო საქმიანობას გააგრძელებს.
შეთავაზებებს შორის იყო აღდგომის დღეებში წამახალისებელი 50-ლარის გადახდაც. თუმცა, გაფიცული თანამშრომლები ადმინისტრაციის შეთავაზებებზე უარს აცხადებენ და პროტესტს უცვლელი მოთხოვნებით აგრძელებენ.