რესპუბლიკის მოედანზე “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციაზე, „ქართული მარშის” წარმომადგენელ ალექსანდრე ფალავანდიშვილსა და „სირცხვილიას” აქტივისტ ზურა ბერძენიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ფალავანდიშვილი მოითხოვდა, რომ ზურა ბერძენიშვილს ტერიტორია დაეტოვებინა იმ მიზეზით, რომ „ის ადგილზე ლგბტ თემის სიმბოლიკებით მივიდა.
თავად ზურა ბერძენიშვილის განმარტებით, მას არანაირი სიმბოლიკა არ ჰქონია და ფალავანდიშვილის გაღიზიანება სავარაუდოდ, გამოიწვია იმან, რომ მასთან მყოფ გოგონას მკლავზე ფერადი სამკლაური ეკეთა.
დაპირისპირებულ მხარეებთან ადგილზე პოლიცია მივიდა, რომელმაც ბერძენიშვილი და მისი თანმხლები პირები ადგილიდან გაიყვანა.