ალექსანდრე წივწივაძე კანოე სპრინტის მსოფლიო თასის შემდეგ ეტაპზე გადავიდა

რუსთაველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე უნგრეთში მიმდინარე კანოე სპრინტის მსოფლიო თასის შემდეგ ეტაპზეა. საკვალიფიკაციო ეტაპის 500 მეტრიან დისტანციაზე რუსთაველი ნიჩბოსანი ტრადიციულად უფროსი ასაკის სპორტსმენებს უწევდა წინააღმდეგობას და მეორე ადგილი დაიკივა, ამ შედეგით მან ხვალ ფინალურ ეტაპზე გაცურვის შესაძლებლობა მოიპოვა.

მსოფლიო თასზე სპორტსმენები მონაწილეობას მთელი მსოფლიოდან იღებენ. შეგახსენებთ, წივწივაძე საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირებისა და ჩემპიონატების გამარჯვებულია.