ალექსანდრე წივწივაძე უნგრეთის ჩემპიონატზე იასპარეზებს

რუსთაველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე უნგრეთის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ტურნირი ქალაქ სეგეთში ჩატარდება.

შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები მთელი მსოფლიოდან. რუსთაველი სპორტსმენი 500 მეტრიან დისტანციაზე იასპარეზებს.

შეგახსენებთ, წივწივაძე საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირებისა და ჩემპიონატების გამარჯვებულია.