არის თუ არა დღეს ავტორიზებული კოვიდვაქცინები ეფექტური ახალ შტამებზე -ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ისაუბრა.
ჯანმოში ამბობენ, რომ ყველა ავტორიზებულკი ვაქცინა დღეს არსებულ ყველა შტამზე ეფექტურია.
“დღევანდელი ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხდვით, მე შემიძლია გითხრათ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინა პასუხობს არსებულ მოთხოვნებს მაგრამ რა ხარისხით ამაზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს კვლევები. ბრიტანული შტამის ვარიანტი, რაც პირველად ბრიტანეთში დაფიქსირდა, ასევე, სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირებული შტამი, უნდა აღინიშნოს, რომ ამ 2 ვარიანტზე ვაქცინა მუშაობს,” – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.