“არ დაგასპოილერებთ”: ანა ბუჩუკური გახარიას გუნდის გეგმებზე

“მოდით, არ დაგასპოილერებთ, დაველოდოთ ღონისძიებას” – ასე პასუხობს გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ანა ბუჩუკური  კითხვას პარტიის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.

როგორც ბუჩუკური ამბობს, პარტიის ხედვებზე გიორგი გახარია თავად ისაუბრებს.

“რაც შეეხება პარტიის სამოქმედო გეგმებს, სამომავლო გეგმებს, მოდით, არ დაგასპოილერებთ. დაველოდოთ ღონისძიებას, ჩვენი ლიდერიც ისაუბრებს ხედვებთან დაკავშირებით. მერე ყველაფერი, ჩვენი გუნდის თითოეული ნაბიჯი საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი”- აცხადებს ბუჩუკური.

მისივე განცხადებით, გიორგი გახარიას მიმართ საზოგადოების მოლოდინი მაღალია, შესაბამისად ექსპრემიერის პარტიას მაღალი რეიტინგი ექნება.

“ზოგადად, ყველა ხედავს, თუ როგორი მოლოდინი არის საზოგადოებაში ბატონი გიორგის მიმართ, რეიტინგებს ზოგადად ზომავს ამომრჩეველი.  ამიტომ ახლა არ მინდა, რომ ჭორაობა გამომივიდეს, თუმცა მოლოდინის ეს დიდი ხარისხი გვაფიქრებინებს, რომ მას დიდი რეიტინგი აქვს, ძალიან მაღალი და ეს „IRI-ის“ ბოლო კვლევებმაც დაადასტურა”, – განაცხადა ბუჩუკურმა.