ასპინძაში, ერთ-ერთ ფერმაში, 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 60 წლის მამაკაცმა ფერმაში მყოფი მწყემსი მოკლა.