აცრის შემდგომ “VIP სერვისი” პაციენტებმა მოითხოვეს – ღუდუშაურის კლინიკა

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ღუდუშაურის კლინიკაში ვაქცინაციის შემდგომ ადამიანებს VIP პალატაში განთავსება და მეთვალყურეობის გავლა შეუძლიათ, “ღუდუშაურის” კლინიკაში ადასტურებენ. სერვისი კლინიკაში რვა აპრილიდან მოქმედებს.

როგორც კლინიკის პრესამსახურმა ერთ-ერთ სააგენტოსთან განაცხადა,  სერვისის დანერგვა მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე მოხდა. მათივე ცნობით, მომხმარებლებს არ უნდოდათ, 45 წუთი საერთო სივრცეში გაეტარებინათ ექიმების დაკვირვება.

როგორც კლინიკაში ამბობენ, ვაქცინაცია და 45 წუთიანი დაკვირვების გავლა ყველასთვის უფასოა, ხოლო მათ ვისაც ინდივიდუალურ სივრცეში სურთ დაკვირვების გავლა კონკრეტული ფასის გადახდა მოუწევთ.  შესაძლოა ადამიანის სურვილის შემთხვევაში ეს ერთ ღამესაც გაგრძელდეს.

ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახური ამბობს, რომ  არ იცის, რამდენს შეადგენს აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის ღირებულება. თუმცა, როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, სერვისით სარგებლობის საფასური 150 ლარია.

„არაფერი განმასხვავებელი არც აცრის და არც დაკვირვების პროცესში არ არის. განსხვავება არის იმაში, რომ იმ 45 წუთის განმავლობაში დაკვირვება იზოლირებულ VIP პალატაში ხდება და თუ ვინმეს სურვილი აქვს ნაცვლად 45 წუთისა შეუძლია კლინიკაში მთელი ღამის განმავლობაში დარჩეს“, – აცხადებენ ღუდუშაურის კლინიკაში.

ინფორმაციას fortuna ავრცელებს.