ახალქალაქის სოფელ კოთელიაში სამ ახალგაზრდას მეორე დღეა ეძებენ. მათგან ორი ადგილობრივია, ერთი – თბილისელი. როგორც ახლობლები ამბობენ, ახალგაზრდები თბილისიდან ახალქალაქში დაბრუნებას მოკლე გზით აპირებდნენ, რომელიც ტყეზე გადის. ბოლოს ისინი თეძამის ხეობის შესასვლელთან ნახეს.
დაკარგულებთან ამ დრომდე ვერ ახერხებენ დაკავშირებას, თუმცა აღნიშნავენ, რომ ტყეში, საიდანაც ისინი დაბრუნებას აპირებდნენ, შესაძლებელია ტელეფონი არ იჭერს.
დაკარგულების ახლობლების თქმით, მათ სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ პირველ მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე შეატყობინეს.