რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალების ეზოების რეაბილიტაცია – ექვსი ფილიალიდან ორში გარკვეული ხარვეზების გამო, სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
როგორც რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, ამ დრომდე არ დასრულებულა 22-ე და 33-ე ბაღის ეზოების მოწყობა, ხოლო მე-11, 23-ე, 27-ე და 36-ე ფილიალებში პროექტს დასრულებული სახე აქვს.
ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი TV4-თან აცხადებს, რომ შესაბამის კომპანიებს სახელშეკრულებო ვადების დარღვევისათვის პირგასამტეხლო ეკისრებათ.
“შენიშვნები იქნება აღრიცხული და გადაცემული კომპანიისთვის, რომელსაც განესაზღვრება ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად” – აცხადებს ზაზა ზაზაძემ.