ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ეტაპობრივად იკლებს. მისივე თქმით, სტატისტიკის კლება პოზიტიური მაჩვენებელია.
„გასული პერიოდის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა გარკვეულწილად ნარჩუნდება 1000-დან 1500-მდე ყოველდღიურ მაჩვენებელში. გუშინ იყო მცირე რაოდენობა, 500-ზე ოდნავ მეტი, რაც მოგეხსენებათ, განპირობებულია შაბათ-კვირას ტესტების შედარებით ნაკლები რაოდენობით. დადებითობის მაჩვენებელი ეტაპობრივად იკლებს, რაც გარკვეულწილად პოზიტიური მაჩვენებელია, თუმცა, საყურადღებოა გარდაცვალების შემთხვევების მაღალი რაოდენობა, რაც გასაკვირი არ არის. მოგეხსენებათ, გარდაცვალების შემთხვევების მატება არის ორკვირიანი და სამკვირიანი მას შემდეგ, რაც შემთხვევების მატება აღინიშნება. ამდენად, ეს საყურადღებო ნიშანია. რაც შეეხება ჰოსპიტალში პაციენტების რაოდენობას, 4395 პაციენტი იმყოფებოდა ამ დილით კლინიკებში ქვეყნის მასშტაბით, 920 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, 213 პაციენტს სჭირდება ხელოვნური ვენტილაცია“, – განაცხადა გაბუნიამ.