ბოლო ზარზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდები დაშავდნენ

ბოლო ზარზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კახეთში რამდენიმე მოზარდი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თელავის რაიონის სოფელ აკურაში მოხდა.

დაშავებულები გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის მე-12 კლასელები არიან.