“ბორჯომის” ქარხნის თანამშრომლები პროტესტს არ წყვეტენ

„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები მეორე დღეა გაფიცულები არიან.  ისინი ქარხანასთან არიან შეკრებილები და აქციას მართავენ. შეწყვეტილია სამუშაო პროცესი.

კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მატებას, დასვენების დღეებსა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვენ.

მათივე თქმით, “ბორჯომის” ორივე ქარხანა დაკეტილია, თუმცა ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

“უკვე სამი თვეა, ეს პროცესი მიმდინარეობს, გვქონდა მოლაპარაკება სამედიაციო ფორმატშიც, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. ყველა თანამშრომელი, რომელიც საქმეს უნდა აკეთებდეს, რათა კომპანიამ იფუნქციონიროს, გაფიცულია“, – განაცხადა აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირების წარმომადგენელმა გიორგი დიასამიძემ.