“ბორჯომის” ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ

“ბორჯომის” ქარხანაში დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. გაფიცულია პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნის 400-ზე მეტი თანამშრომელი. აქციის მონაწილეები ქარხანასთან არიან შეკრებილები.

თანამშრომლები შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების ზრდას ითხოვენ.

“ბორჯომის” ქარხანაში პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს. ადგილზე 10-მდე პოლიციის ეკიპაჟია მობილიზებული.