ბორჯომში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო

ბორჯომში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო. ხმაური ადგილზე დამატებითი საპოლიციო ძალების მობილზიებას მოჰყვა.

აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.

„ბორჯომის“ ორივე ქარხნის  400-ზე მეტი თანამშრომელი შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების ზრდას ითხოვს.