„ჩვენ დიდი დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ ვაქცინაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა დაგვებრუნებინა, ვფიქრობ ფაიზერის ვაქცინამ ეს პროცესი გადაარჩინა,“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
“„სინოფარმით“ ვაქცინაცია როგორც კი დაიწყო, გამოჩნდა, რომ ვაქცინაციის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაზრდილია. ჯერჯერობით ვაქცინაცია არ არის იმდენად ფართო, რომ ჩვენ შეზღუდვები კიდევ შევამსუბუქოთ.
თუმცა იმან, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი გაუმჯობესებულია, რაც იმედის მომცემია, ასევე იმან, რომ ზაფხულია და მოსახლეობაც მზად არის გარეთ სივრცეში გაატაროს მეტი დრო, შესაძლებლობა მოგვცა, რომ დარჩენილი პერიოდი უსაფრთხოდ გავატაროთ.
ზამთარში, რომ ყოფილიყო ეს სიტუაცია, ჩვენ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვას ვერ გადავწევდით. ვაქცინაციაა ჩვენთვის მთავარი პროცესი იქნება. სისტემისთვის დღევანდელი ეპიდვითარება მართვადია, მთავარია, შეზღუდვების შემსუბუქებამ მატება არ გამოიწვიოს“, – განაცხადა გაბუნიამ.