დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებლით, ქვეყანა პიკშია შესული.
როგორც გამყრელიძე განმარტავს, დღევანდელი მაჩვენებელი – 2 171 შემთხვევა, უქმე დღეებზე “დაგროვილია”, ვინაიდან დასვენების დღეებში ტესტირებები ინტენსიურ რეჟიმში არ მიმდინარეობს.
“ეპიდსიტუაციაზე ვთქვით, რომ პიკში ვართ შესული. ეს 2000, რაც არის დღეს, ეს გახლავთ უქმე დღეებზე დაგროვილი. მოგეხსენებათ, რომ უქმე დღეებზე ტესტირება ინტენსიური არ არის, უქმე დღეების შემდგომ, გარკვეულად გვაქვს ხოლმე ასეთი ნახტომისებური. დიდი ალბათობით შეიძლება, ესეც იყოს და მეორე, რა თქმა უნდა, ეპიდსიტუაცია არ არის სახარბიელო.
ჯანდაცვის სისტემა მაშინ გაუმკლავდა, როცა 5000-ზე მეტი შემთხვევა გვქონდა. მოგეხსენებათ, ნოემბერ-დეკემბერში იყო სირთულეები, მაგრამ გაუმკლავდა. ახლა ეს რიცხვები არის მართვადი”,- განაცხადა გამყრელძემ.