დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
სწორედ ამიტომ, როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეკონომიკის გახსნა სიფრთხილის დაცვით უნდა მოხდეს.
„მოდის ზაფხული და დღეს მსჯელობა იყო, რამდენად იძლევა ეპიდსიტუაცია საშუალებას, რომ შეზღუდვების შემსუბუქებისკენ გარკვეული ნაბიჯები გადადგმულიყო. მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის ტურიზმი და ადამიანებისთვის იქიდან მიღებული შემოსავლები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ოქროს შუალედი. ეს შუალედია გამკაცრებული აღსრულების მექანიზმების ფონზე ძალიან დიდი სიფრთხილით ქვეყნის ეკონომიკის თანდათან გახსნა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.