გარდაბანში დავით თანდარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია პირველობა ფეხბურთში გაიმართა

გარდაბნში, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები გუნდის წევრის დავით თანდარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღია პირველობა ფეხბურთში 2007-2008 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის გაიმართა.

სპორტული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტურნირში მონაწილეობა 9 გუნდმა მიიღო.

შეჯიბრში პირველი ადგილი სოფელ დიდი ლილოს გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილი ქ. გარდაბნის, მესამე კი სოფელ კუმისის გუნდმა.

საპრიზო ადგილების მფლობელები მედლებით და თასებით დაჯილდოვდნენ.  სპეციალური პრიზი დავით თანდარაშვილის სახელობის თასი, სოფელ დიდი ლილოს გუნდის ფეხბურთელს საბა გულბანს გადაეცა.