არასდროს არავისი პროექტი არ ვყოფილვარ,- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, არის თუ არა ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პროექტი.
მისივე თქმით, მას ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
„არასდროს არავისი პროექტი არ ვყოფილვარ, მითუმეტეს, მომავალში არ ვიქნები არავის პროექტი. მე ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ მქონია“, – აღნიშნავს გახარია.
როგორც გახარია აცხადებს, პარტიის მიზანია არჩევნებზე ამომრჩევლების მაქსიმალური მხარდაჭერა მოიპოვოს.
„ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის, მიზანი, რომ მოიპოვოს ამომრჩევლების მაქსიმალური მხარდაჭერა. ეს იქნება ჩვენი მიზანი“,-აღნიშნავს გახარია და ასევე დასძენს, რომ „იქ, სადაც ღირსეული კანდიდატი იქნება, ჩვენთვის მნიშვნელობა არ ექნება მის პარტიულ წარმომავლობას, დავუჭერთ მხარს“ .
ფოტო: ipn.ge