გერმანიამ AstraZeneca-ს ვაქცინაზე ასაკობრივი ზღვარი მოხსნა. ახალი გადაწყვეტილებით, კოვიდვაქცინაციას 18 წლის და ზემოთ ასაკის, ნებისმიერი პირი შეძლებს.
გარდა ამისა, გერმანიის მთავრობის რეკომენდაციით, ვაქცინაციის დაჩქარების მიზნით, AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზის გასაკეთებლად მოქალაქეების 12 კვირა ლოდინი აღარ მოუწევთ. მეორე აცრა 4 კვირის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ 12 წელს ზემოთ მოზარდების აცრა უკვე აგვისტოდან იქნება შესაძლებელი.
ევროპის რიგ ქვეყნებში, AstraZeneca-ს ვაქცინაზე ასაკობრივი ზღვარია დაწესებული.
საქართველომ AstraZeneca-ს ვაქცინაზე ასაკობრივი ზღვარი დააწესა და ის მხოლოდ 55 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისაა ხელმისაწვდომი.