გერმანიაში სამუშაოდ წასული ჯგუფი: 100 % -ით განსხვავდება მოლოდინისგან(ვიდეო)

გერმანიაში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეების ერთი ჯგუფი აცხადებს, რომ მათ დამსაქმებელმა პირობები ცალმხრივად შეუცვალა.

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო გერმანულ მხარესთან ერთად პრობლემებში გარკვევას ცდილობს.

9 მაისს სეზონურ დასაქმებაზე სახელმწიფო პროგრამით 24 ადამიანი წავიდა. ეს იყო საქართველოს მოქალაქეების მეოთხე ჯგუფი, რომელიც გერმანელი ფერმერის შეთავაზებულ ვაკანსიაზე საქართველოს დასაქმების სააგენტომ შეარჩია.

დასაქმებულები ამბობენ, რომ პირობები, რომელშიც აღმოჩნდნენ, 100 % -ით განსხვავდება მათი მოლოდინისგან.

ვიდეომასალას ჯაბა ჩაჩანიძე ავრცელებს, რომელიც ხარაგაულის რაიონიდან არის  და გერმანიაში ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად  სეზონურ სამუშაოზე წავიდა.