გერმანიაში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეების ერთი ჯგუფი აცხადებს, რომ მათ დამსაქმებელმა პირობები ცალმხრივად შეუცვალა.
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო გერმანულ მხარესთან ერთად პრობლემებში გარკვევას ცდილობს.
9 მაისს სეზონურ დასაქმებაზე სახელმწიფო პროგრამით 24 ადამიანი წავიდა. ეს იყო საქართველოს მოქალაქეების მეოთხე ჯგუფი, რომელიც გერმანელი ფერმერის შეთავაზებულ ვაკანსიაზე საქართველოს დასაქმების სააგენტომ შეარჩია.
დასაქმებულები ამბობენ, რომ პირობები, რომელშიც აღმოჩნდნენ, 100 % -ით განსხვავდება მათი მოლოდინისგან.
ვიდეომასალას ჯაბა ჩაჩანიძე ავრცელებს, რომელიც ხარაგაულის რაიონიდან არის და გერმანიაში ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად სეზონურ სამუშაოზე წავიდა.