“გიორგი გახარია პოსტიდან წასვლით პასუხისმგებლობას გაექცა”

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ გიორგი გახარია პოსტიდან წასვლით პასუხისმგებლობას გაექცა. ამის შესახებ მელიამ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში განაცხადა.

„არ ვიცი, ბატონი გახარია სწორად როგორ მოიქცა?! პრემიერ-მინისტრი, რომელიც გაურბის პასუხისმგებლობას, სწორად როგორ იქცევა“, – აცხადებს მელია.

კითხვაზე, გაექცა თუ არა გახარია პასუხისმგებლობას თანამდებობის დატოვებით, მელია პასუხობს რომ „რა თქმა უნდა”.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.