გიორგი ვაშაძე ევროკავშირს ნიკა მელიას გირაოს სწრაფად გადახდისკენ მოუწოდებს

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ნიკა მელიას მიერ ევროკავშირის გირაოს გადახდაზე თანხმობას ეხმაურება და ევროკავშირს თანხის დროულად ჩარიცხვისკენ მოუწოდებს.

“მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს გადახდის თანხმობასთან დაკავშირებით. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ფასილიტატორს მედიაციაში ჩართვისთვის.

მოვუწოდებ ევროკავშირის წარმომადგენლებს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გირაოს გადახდასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მოგვარება, რათა უმოკლეს ვადებში იქნეს ნიკა მელია გათავისუფლებული საპატიმრო დაწესებულებიდან,” – ამბობს ვაშაძე.