გლდანში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობები ზურგის არეში აქვს მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე შსს-მ ბრალდებული უკვე დააკავა.
გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.