გოლეთიანი: ვაი პატრიოტიზმს ალბათ უფრო ხელისუფლების კონტექსტში უნდა განვიხილავდეთ

ფოტო: ფორმულა

ვარლამ გოლეთიანი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს – როგორც “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, პრემიერის “განცხადებები ერთმანეთს აცდენილია”

“ბოლო პერიოდში პრემიერის განცხადებები ერთმანეთს აცდენილია, პირველ შემთხვევაში მან თქვა, რომ ეს არის ინსპირირებული გარე ძალებიდან და აბსოლუტურად უხარვეზოა პროცესი, საკმაოდ მწვავე შეფასებები გააკეთა ჩვენს მიმართ, თითქოს ჩვენ ვართ მარგინალური, ბნელი, ექსტრემისტული ძალა. დღევანდელი განცხადებით გავიგეთ, რომ ხელშეკრულება გადაუგზავნეს შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს. ბატონი პრემიერის განცხადებაში გამოიკვეთა, რომ შესასწავლია ხელშეკრულება და მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს. ვაი პატრიოტიზმს ალბათ უფრო ხელისუფლების კონტექსტში უნდა განვიხილავდეთ, იმიტომ რომ ხეობას ხელისუფლება ყიდის და რესურსებს ასხვისებს.

საკითხების ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ ვაი პატრიოტები და ჩვენ არ გვინდა ქვეყნის განვითარება, ან გვინდა 90-იანებში დაბრუნება, არაადეკვატური შეფასებაა და ამაზე ჩვენ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება”- აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.