გოლეთიანი: რომ ჩავალთ და რაღაც დაპირისპირება იქნება, ამისთვის მზად ვართ

“ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ დასკვნაში ის დარღვევებია ასახული, რაზეც “რიონის ხეობის” მცველები საუბრობენ.

როგორც გოლეთიანმა დაანონსა, მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ, ისინი ხეობის შესასვლელს გადაკეტავენ.

“დარღვევები სახეზეა, ჩვენ რასაც ვამბობდით თვითონ იუსტიციის სამინისტროს დასკვნაში წერია, მთელი ის ჩამონათვალი რასაც 212 დღეა უკვე ჩვენ ვაპროტესტებთ.

მთელი იქ ყოფნის მანძილზე ხუთჯერ დაგვარბია სპეცრაზმმა და არახალია ჩვენთვის ეს განცდა, რომ ჩავალთ და რაღაც დაპირისპირება იქნება. მზად ვართ, რომ იქ ბარიკადი აღმართულია.  ვიცოდით, რომ ეს ესე იქნებოდა, უბრალოდ, ჩვენ ბარიკადამდე გადავკეტავთ ხეობაში შესასვლელს”, – თქვა გოლეთიანმა.