გორში ანტივაქსერული აქცია გაიმართა

ანტივაქსერული აქცია შიდა ქართლში – ორგანიზაცია “მეგობრობა და სამართლიანობა” კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინის წინააღმდეგ გამოდის.

ორგანიზაციის წარმომადგენლებს აქციაზე ბანერები აქვთ მიტანილი წარწერებით: “არა მკვლელ ვაქცინას”, “არა მკვლელ პირბადეს”, “დაასრულე ცრუ პანდემია”.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს გორის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს და ადგილობრივებს არწმუნებდნენ, რომ ქვეყანაში პანდემია არ არის.