გრიგოლეთში საცხოვრებელი სახლი იწვის. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცეცხლი კიდევ რამდენიმე სახლსა და ასევე ელექტროსადენებზეც გადავიდა.
სახლი, რომელსაც ცეცხლი თავდაპირველად გაუჩნდა, დამსვენებლებზე იყო გაქირავებული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.