გურჯაანში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.

როგორც გავრცელდა ინფორმაცია, მას ჭრილობები მუცლის არეში მიაყენეს.  დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.