დავით გარეჯის ქუჩის მიმდებარედ ხანძარია

რუსთავში, დავით გარეჯის მიმდებარედ, ცეცხლი ბალახს გაუჩნდა. ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.

მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ. როგორც TV4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ხანძარი მცირე არეალზეა გავრცელებული და სავარაუდოდ, მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.