დაზიანებული სახლები, მოგლეჯილი ხეები – სტიქია ლანჩხუთში

ლანჩხუთში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა – მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია სახლები. მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, სოფლებიდან ეტაპობრივად იღებენ ინფორმაციას და დღის ბოლომდე ზარალის ოდენობა ეცოდინებათ. წინასწარი ინფრომაციით, ლანჩხუთში ზარალი 2 მილიონ ლარამდეა.

“სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მოთხრილია დიდი ხეები და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები. ყოველ წუთს შემოდის სოფლებიდან ინფორმაციები და შესაბამისი სამსახურები გასულები არიან”,- განაცხადა მერმა.

სოფლებში მუშაობას ამ დრომდე აგრძელებენ შესაბამისი სამსახურები.